იკითხე შენი ღმერთის სახელით, რომელმაც გააჩინა.[1]
(მან) შედედებული სისხლისგან შექმნა ადამიანი.
იკითხე! და შენი ღმერთი უგულუხვესია,
რომელმაც ასწავლა კალმით (წერა),
ადამიანს ასწავლა ის, რაც არ იცოდა.[1]
არა, უეჭველად, ადამიანი ზღვარს გადავა,
რადგანაც თვითკმარად ხედავს თავის თავს.[1]
ჭეშმარიტად, შენს ღმერთთან იქნება დაბრუნება.
განა არ გინახავს ის, ვინც უკრძალავს/აბრკოლებს
მსახურს, თუკი ლოცვად დადგა?[1]
რას იტყვი მაშინ თუკი (დაბრკოლებული) ჭეშმარიტ გზას ადგას
ან ღვთისმოშიშებას ქადაგებს?
რას იტყვი მაშინ, თუკი (დამბრკოლებელი) ცრუდ რაცხავს და ზურგს აქცევს?[1]
ნუთუ ვერ ხვდება, რომ ალლაჰი ხედავს?
არა! თუ არ მოიშლის, აუცილებლად ვითრევთ ქოჩრით/შუბლით.
მატყუარა, ცოდვილი შუბლით/ქოჩრით.
მაშინ მოუხმოს თავის მხარდამჭერებს.[1]
ჩვენც მოვუხმობთ ზებანიებს.[1]
არავითარ შემთხვევაში! არ დაემორჩილო მას, სეჯდეზე დაემხე და დაუახლოვდი.[1]