Surah Ad-Dhuha ( The Forenoon )

Surah Ad-Dhuha ( The Forenoon ) - Georgian Aya count 11

ვფიცავ დღის პირველ ნახევარს
და ღამეს, როცა მყუდროება შემოდის წყვდიადით,
(რომ) არ მიგატოვა შენმა ღმერთმა და არც მოგიძულა.[1]
შენთვის ის ქვეყანა ნამდვილად უკეთესი იქნება ვიდრე პირველი.[1]
შემდეგ, უთუოდ გიბოძებს შენი ღმერთი და იქნები კმაყოფილი.
განა ობლად გპოვა და არ შეგიფარა?
და გზა-კვალდაკარგული გპოვა და არ დაგაკვალიანა?[1]
უპოვრად გპოვა და არ გაგამდიდრა?[1]
ამიტომ ობოლი არ დაჩაგრო![1]
ასევე მთხოვნელიც არ გაკიცხო!
ხოლო შენი ღმერთის წყალობა მადლიერებით ღაღად-ჰყავ.[1]
Share