ვფიცავ ღამეს, როდესაც (სიბნელით არემარეს) ბურავს.
ასევე (ვფიცავ) დღეს, როდესაც ნათელს ჰფენს (არემარეს).
და (ვფიცავ) მამრსაც და მდედრსაც რაც მან (ალლაჰმა) შექმნა,
ჭეშმარიტად, თქვენი სწრაფვები არაერთგვაროვანია.[1]
ხოლო ვინც გასცა და ღვთის მოშიში იყო,
ასევე იწამა საუკეთესო,[1]
ჩვენ მას გავუადვილებთ უადვილესსა.[1]
ხოლო ვინც იძუნწა და (მადლის) საჭიროებას არ გრძნობს
და ცრუდ მიიჩნია საუკეთესო,[1]
ჩვენ მას გავუიოლებთ ურთულესსა.[1]
ვერას არგებს მისი ქონება, როცა (ჯოჯოხეთში) გადაეშვება.[1]
უეჭველად, ჩვენზეა ჭეშმარიტ გზაზე დაკვალიანება.[1]
ჭეშმარიტად, ჩვენ გვეკუთვნის უკანასკნელიც და პირველიცა.[1]
აი, მე თქვენ გაფრთხილებთ ცეცხლით მძვინვარეთი.
მასში არავინ შევა გარდა ყველაზე უბედურისა.
რომელმაც (შუამავალი) ცრუდ შერაცხა და (რწმენისგან) პირი იბრუნა.
და მას განარიდებენ ყველაზე ღვთისმოშიშს.
რომელიც ქონებას გასცემს, რათა განიწმინდოს.[1]
და(რომელიც ქონებას გასცემს რათა განიწმინდოს) იმასთან არავის აქვს სარგებელი.[1]
მხოლოდ უზენაესი ღმერთის (კმაყოფილი) სახის მოპოვება სწადია(თავის ქონების გაცემაში).
შემდეგ უთუოდ დარჩება კმაყოფილი.[1]