ვფიცავ მზეს და მის ნათების დროს[1] ,
ასევე მთვარეს, როდესაც მას თანჰდევს
და დღეს, როცა ამოჰყავს იგი[1] ,
ასევე ღამეს, როცა მას ბურავს,
ასევე(ვფიცავ) ზეცას და რაც კი(ალლაჰმა) ააგო,
ასევე (ვფიცავ) დედამიწას და იმას რაც მან(ალლაჰმა) დაფინა,
ასევე სულსა და რაც(ალლაჰმა) სრულყო
შემდეგ მას (სულს) თავისი უკეთურება და ღვთისმოშიშობა შთააგონა,
მართლაც გადარჩა ის, ვინც განწმინდა იგი,[1]
ხოლო, ნამდვილად წააგო იმან, ვინც (უკეთურობებში) ჩააფლო იგი.
ცრუდ შერაცხა სამუდის ხალხმა, მისი უსაზღვრო თვითნებობით.[1]
როდესაც მათ შორის ყველაზე უბედური (აქლემის დასაკლავად) წამოდგა.
მაშინ მათ უთხრა ალლაჰის შუამავალმა (სალიჰმა): ეს ალლაჰის ფურაქლემია და ნუ შეზღუდავთ წყურვილი მოიკლას.
მაგრამ მათ ცრუდ შერაცხეს იგი, ხოლო აქლემი დაკლეს, ამიტომაც მათმა ღმერთმა ისინი თავიანთი ცოდვების გამო თანასწორად გაანადგურა.
და შიში არ აქვს შედეგისა.[1]