Surah Al-Balad ( The City )

Surah Al-Balad ( The City ) - Georgian Aya count 20

არა! ვფიცავ ამ ქალაქს
რომ, შენ ხარ სრულიად თავისუფალი ამ ქალაქში,[1]
ასევე (ვფიცავ) მამასა და შვილსა.[1]
ჩვენ ადამიანი მართლაც განსაცდელისა და სირთულის გარემოცვაში გავაჩინეთ.
ნუთუ ფიქრობს, რომ არავის ძალუძს მისი ძლევა?
(მკვეხარად) ამბობს: აღურაცხელი ქონება გავიღე.[1]
განა ფიქრობს რომ მას ვერავინ ხედავს?
განა არ მივეცით მას ორი თვალი,
ენა და ორი ბაგე?
და არ განგვიცხადებია მისთვის ორი გზა?[1]
მაგრამ მას აღმართის გადალახვა არც კი უცდია.
და რამ გამცნოს თუ რა არის აღმართი?!
(ეს არის) მონის/ტყვეს გათავისუფლება
ან დაპურება შიმშილობის დღეს,
ობოლი ნათესავისა
ან უკიდურესად ღატაკისა.
შემდეგ იმათთაგანი იქნება, რომელთაც ირწმუნეს და ერთმანეთს მოთმინებას ურჩევენ, ასევე ურჩევენ სიბრალულსაც.[1]
სწორედ ეგენი არიან მარჯვნის ხალხი,[1]
ხოლო ისინი, რომელთაც არ ირწმუნეს ჩვენი აიათები/სასწაულები, ეგენი არიან მარცხნის ხალხი.[1]
მათ ზემოდან იქნება ცეცხლი გამოკეტილი.
Share