Surah Al-Fajr ( The Dawn )

Surah Al-Fajr ( The Dawn ) - Georgian Aya count 30

ვფიცავ გარიჟრაჟს
და ათ ღამეს,[1]
წყვილსა და კენტს,[1]
ასევე (ვფიცავ) ღამეს, როცა ის მიდის.
ნუთუ არ არის საკმარისი ეს ფიცი გონიერთათვის?
განა არ გინახავს რა უყო შენმა ღმერთმა ‘ადს,[1]
(ქალაქ ან ტომ) ირამს სვეტებიანს,
რომლის მსგავსიც მეტი არ გაჩენილა ქალაქთა(ან ტომს) შორის
და სემუდს, რომლებიც ხეობაში კლდეებს კვეთდნენ.[1]
ასევე ფარაონს ობელისკებიანს,[1]
რომელნიც ზღვარს გადავიდნენ ქვეყნად
და უამარავ უკეთურებას სჩადიოდნენ მასში.
ამიტომაც შენმა ღმერთმა სასჯელის მათრახი[1] აწვიმა მათზე.
ჭეშმარიტად, შენი ღმერთი მეთვალყურეა.
ხოლო ადამიანი ამბობს, რომ ჩემმა ღმერთმა პატივი დამდოო[1] – როდესაც მას სცდის მისი ღემრთი, უხვად უბოძებს და წყალობით ავსებს.
ხოლო, როდესაც სცდის და სარჩოს უმცირებს, ის ამბობს, რომ ჩემმა ღმერთმა დამამცირაო.[1]
სრულიადაც არა![1] პირიქით, თქვენ პატივს არ სდებთ ობოლს
და ერთმანეთს არ მოუწოდებთ უპოვრის დაპურებას
და გამეტებით მიირთმევთ მემკვიდრეობას[1]
და თავდავიწყებით გიყვართ ქონება.
არამც და არამც! როდესაც სრულიად დაიმსხვრევა დედამიწა და გასწორდება.
როცა მოვა შენი ღმერთი[1] და ანგელოზებიც დადგებიან მწკრივ მწკრივად.
და იმ დღეს მოიტანენ ჯოჯოხეთს, სწორედ იმ დღეს შეიგონებს ადამიან, მაგრამ რაში არგებს მას შეგონება?[1]
იტყვის: ნეტავ დროზე მეზრუნა (საიქიო) ცხოვრებისთ.
ხოლო იმ დღეს მისი სასჯელის მსგავსად ვერავინ დასჯის[1]
და ვერც ვერავინ დაადებს ბორკილებს მისი ბორკილის მსგავსად.
ეი შენ, სულო დამშვიდებულო![1]
დაუბრუნდი შენს ღმერთს შენ მისით კმაყოფილი და ის შენით კმაყოფილი.[1]
მაშ, შედი ჩემს (გამორჩეულ) მსახურთა რიგებში
და (მათთან ერთად) შედი ჩემს სამოთხეში.
Share