Surah Al-Ghashiya ( The Overwhelming )
Surah Al-Ghashiya ( The Overwhelming ) - Georgian Aya count 26
შენთან მოვიდა ამბავი მბურავისა?[1]
იმ დღეს სახენი შერცხვენილნი.[1]
შევა ცეცხლში მოგიზგიზეში,[1]
დარწყულდებიან უმდუღრესი წყაროდან.
მათ დარი’ის[1] გარდა სხვა არაფერი ექნებათ საჭმელად,
რომელიც არ ასაზრდოებს და არც შიმშილის მოსაკლავად ვარგა.
იმ დღეს სახენი გახარებულნი,
თავისი ნამოქმედარით კმაყოფილი,
იქ არ მოგესმება ფუჭსიტყვობა.
მასშია წყარონი მჩქეფარენი.
მასშია ტახტები შემაღლებული
და ბალიშები ჩამწკრივებული
ნუთუ არ უყურებენ აქლემს, თუ როგორ შეიქმნა?!
და ზეცას, თუ როგორ ამაღლებულა?!
და მთებს, თუ რა მტკიცედ აღმართულან?!
და დედამიწას, თუ როგორ განფენილა?![1]
მაშ შეაგონე, რამეთუ შენ მხოლოდ შემგონებელი ხარ.
სულაც არ ხარ მათი მაიძულებელი.
ხოლო, ვინც პირი იბრუნა და არ ირწმუნა,
მას ალლაჰი უდიდესი სასჯელით დასჯის.
ჭეშმარიტად, ჩვენთანაა მათი მისაქციელი,
შემდეგ, დიახაც ჩვენზეა მათი ანგარიშგება.