შენი ღმერთის სახელის უნაკლოება ღაღად ჰყავ – უზენაესისა.[1]
რომელმაც შექმნა და გაათანაზომიერა,
რომელმაც ყველაფერი წინასწარ განსაზღვრა და(შესაფერისი) მიმართულება მისცა,
რომელმაც აღმოაცენა საძოვრები,
შემდეგ შავ ნარჩენებად აქცია იგი.
წაგაკითხებთ (ყურანს) და არ დაივიწყებ,
გარდა იმისა, რაც ინება ალლაჰმა. ჭეშმარიტად მან უწყის გაცხადებულიც და დაფარულიც.
და გაგიადვილებ(კეთილ საქმეებს) რათა იყოს იოლი.
მაშ შეაგონე თუკი არგებს შეგონება,
შეიგონებს ის, ვინც (ღვთის) მოშიშია
და განუდგება (შეგონებას) ყველაზე უბედური.
რომელიც შევა უდიდეს ცეცხლში.
შემდეგ არც მოკვდება მასში და არც იცოცხლებს.[1]
მართლაც გადარჩა ის, ვინც განიწმინდა.[1]
ახსენა მისი ღმერთის სახელი და ილოცა.
მაგრამ, თქვენ მაინც ამქვეყნიური ცხოვრება გირჩევნიათ.
თუმცა იმიერ სოფელი უკეთესი და მარადიულია.
ჭეშმარიტად, ეს იყო უწინდელ წერილებშიც.[1]
იბრაჰიმისა და მუსას წერილებში.[1]