Surah At-Tariq ( The Night-Comer )

Surah At-Tariq ( The Night-Comer ) - Georgian Aya count 17

ვფიცავ ზეცას და ტარიყს,
და რამ გამცნოს თუ რა არის ტარიყი?!
ვარსკვლავი, გამჭოლად მნათი.
არ არსებობს სული, რომ მასზედ არ იყოს მცველი(ანგელოზი).
მაშ შეხედოს ადამიანმა თუ რისგან შეიქმნა!
შეიქმნა დანთხეული წყლისაგან,[1]
რომელიც გამოდის ხერხემლის და მკერდის ძვლებს შორის.[1]
უეჭველად, ის მართლაც შემძლეა მისი აღდგენის.[1]
იმ დღეს გაცხადდებიან საიდუმლონი.
მას არც ძალა ექნება და არც დამხმარე ეყოლება.
ვფიცავ ზეცას უკუქცევადს[1]
და (ვფიცავ) მიწას რღვევადს,[1]
ჭეშმარიტად, ეს (ყურანი) არის სიტყვა განმსხვავებელი[1]
და სულაც არ არის ხუმრობა.
უეჭველად ისინი[1] მზაკვრულად აწყობენ ხრიკებს
და მეც ვაწყობ ხრიკებს.[1]
მაშ, ადროვე ურწმუნოებს, დააცადე ცოტაოდენი.[1]
Share