Surah Al-Burooj ( The Big Stars )

Surah Al-Burooj ( The Big Stars ) - Georgian Aya count 22

ვფიცავ ზეცას ზოდიაქოს მქონეს
და აღთქმულ დღეს[1]
ასევე მოწმეს და დამოწმებულსა.[1]
მოისპო(დაწყევლილია) თხრილის ხალხი.[1]
საწვავით სავსე ცეცხლისანი,
როცა ისხდნენ მის კიდეზე
და უცქერდნენ იმას, რასაც მორწმუნეებს უკეთებდნენ.
მათგან მხოლოდ იმისთვის იყარეს ჯავრი, რომ სწამდათ ალლაჰი – უძლეველი, დიდებული.
რომელსაც ეკუთვნის ცათა და დედამიწის განმგებლობა; ალლაჰი ყოვლის მოწმეა.
უეჭველად, რომელთაც განსაცდელში ჩააყენეს მორწმუნე კაცები და ქალები, შემდეგ არც კი მოინანიეს, სწორედ მათთვისაა ჯოჯოხეთის სასჯელი და მათთვისაა სასჯელი დამწველი.
ჭეშმარიტად, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს კეთილი საქმენი, მათთვისაა სამოთხეები, რომელთა ქვეშაც – დიან მდინარენი. აი, ესაა დიდი წარმატება.
უეჭველად, შენი ღმერთის რისხვა მეტად მკაცრია!
ჭეშმარიტად, ის ქმნის და აღადგენს.[1]
ასევე ისაა შემწყალებელი, მოყვარული.
მფლობელი ტახტისა, დიდებული.
აღმსრულებელი იმისა, რაც მას ენებოს.
შენთან მოვიდა ამბავი ჯარისა -
(ჯარი)ფარაონისა და სამუდისა?
არა, ისინი რომერლთაც არ ირწმუნეს მაინც ცრუდ რაცხავენ.
არადა ალლაჰი მათ ზურგიდანაც გარემოიცავს.[1]
არამედ ის არის დიდებული ყურანი.
დაცულ დაფაზე.[1]
Share