Surah Al-Inshiqaq (The Splitting Asunder)
Surah Al-Inshiqaq (The Splitting Asunder) - Georgian Aya count 25
ყურად იღებს თავისი ღმერთისას და ასეც არის მისგან მოსალოდნელი.
და როცა დედამიწა გაიშლება/გაშანდაკდება.[1]
და (ზედაპირზე) ამოისვრის, რაცაა მის შიგნით და დაიცლება.[1]
ყურად იღებს თავისი ღმერთისას და ასეც არის მისგან მოსალოდნელი.
ეი, ადამიანო! უეჭველად, შენ მიილტვი შენი ღმერთისკენ – თავგამეტებით და ბოლოს შეხვდები მას.[1]
ხოლო, ვისაც თავისი წიგნი მიეცემა მარჯვნიდან.
შემდეგ (ის), განიკითხება იოლი განკითხვით.[1]
და თავის ხალხს გახარებული დაუბრუნდება.
ხოლო, ვისაც თავისი წიგნი ზურგს უკნიდან მიეცემა.
(თავისი ნამოქმედარის ნახვის) შემდეგ, დაღუპვას მოუხმობს.
და აგიზგიზებულ ცეცხლში შევა.
უეჭველად, ის (ქვეყნად) იყო ბედნიერი თავისი ხალხის გარემოცვაში.[1]
უეჭველად, ის ფიქრობდა, რომ (ღმერთთან) აღარ დაბრუნდებოდა.
პირიქით, ჭეშმარიტად, მისი ღმერთი მას ხედავდა.
არა, ვფიცავ, სიწითლეს დაისისას;[1]
ასევე ღამეს და იმას, რასაც თავს უყრის იგი.[1]
ასევე მთვარეს, როდესაც შეივსება.
მართლაც, საფეხურ – საფეხურ გადადიხართ სხვადასხვა მდგომარეობაში.[1]
მაშ რა სჭირთ რომ არ სწამთ?
და როცა მათ ყურანს წაუკითხავენ, სეჯდეზე არ დაემხობიან.
პირიქით, რომელთაც არ ირწმუნეს ისინი ცრუდ რაცხავენ.
ხოლო ალლაჰმა უკედ იცის, რასაც მალავენ.[1]
მაშ ახარე მათ მწარე სასჯელი.
გარდა იმათ, ვინც ირწმუნეს და ჰქმნეს კეთილი, მათთვისაა უკლები ჯილდო – დაუყვედრებელი.