Surah Al-Infitar ( The Cleaving )

Surah Al-Infitar ( The Cleaving ) - Georgian Aya count 19

როცა გაიპობა ზეცა,
და როცა ვარსკვლავები გაიბნევა,
და როცა ზღვები აზვირთდება,[1]
და როცა საფლავები ამოყირავდება,[1]
მაშინ მიხვდება ყოველი სული თუ რა გაიმზადა სამომავლოდ და რა მოიტოვა უკან.[1]
ეი, ადამიანო! რამ გაცდუნა შენი ღმერთის შესახებ – ყოვლად გულუხვისა?
რომელმაც გაგაჩინა, ჩამოგაყალიბა და მოგცა თანაზომიერება[1]
რომელიმე ფორმით, რომელიც ინება შენმა ღმეღთმა.
არა და არა, თქვენ ცრუდ აცხადებთ სარწმუნოებას/განკითხვის დღეს!
ჭეშმარიტად, თავს გადგანან მცველები.[1]
პატივდებულნი, მწერალნი.[1]
(ყველაფერი) იციან, რასაც აკეთებთ.
ჭეშმარიტად, სათნონი აუცილებლად იქნებიან კეთილდღეობაში.
და უეჭველად, ცოდვილებიც აუცილებლად იქნებიან ცეცხლში,
მასში შევლენ განკითხვის დღეს.
და არც გაქრებიან ეგენი იქედან.[1]
და რამ გამცნოს თუ რა არის განკითხვის დღე?!
კვლავ რამ გამცნოს თუ რა არის განკითხვის დღე?!
იმ დღეს სული ვერაფერს ფლობს სხვა სულის სარგოდ; და იმ დღის მბრძანებლობა მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის.
Share