გეკითხებიან შენ ალაფის შესახებ,[1] უთხარი: ალლაჰი ალლაჰის და მისი შუამავლისაა.[2] მაშ რიდი გქონდეთ ალლაჰის და გამოასწორეთ თქვენს შორის არსებული უთანხმოებები, დაემორჩილეთ ალლაჰს და მის შუამავალს თუკი თქვენ ხართ მორწმუნენი.[3]
ჭეშმარიტად, (ნამდვილი) მორწმუნეები ისინი არიან, რომლებსაც ალლაჰის ხსენებაზე გულები უთრთით, ხოლო როდესაც მის აიათებს უკითხავენ რწმენა ემატებათ და თავიანთ ღმერთს მიენდობიან,
აკი ალლაჰი გპირდებოდათ, რომ ორი რაზმიდან ერთ-ერთი თქვენი იქნებოდა[1] და თქვენ გინდოდათ რომ შეუიარაღებელი[2] ყოფილიყო თქვენი, თუმცა ალლაჰს თავისი სიტყვებით[3] ჭეშმარიტების აღსრულება და ურწმუნოთა უკანასკნელამდე ამოძირკვა უნდოდა.
ალლაჰს ეს (შეწევნა) სხვა არაფრისთვი დაუდგენია თუ არა ხარებად, ასევე რომ დაჯერებული მისით თქვენი გულები. არ არსებობს დახმარება გარდა ალლაჰის მხრიდან. ჭეშმარიტად, ალლაჰი უძლეველია ბრძენია.
აკი მისი წიაღიდან თვლემა მოგგვარათ სიმშვიდედ[1] და ზეციდან თქვენზე წყალს ავლენდა, რათა განეწმინდეთ მისით, სატანისეული სიბინძურე[2] ჩამოეცილებინა თქვენგან და გაემყარებინა თქვენი გულები, ასევე მისით (თქვენთვის) ფეხები რომ განემტკიცებინა.[3]
აკი შენი ღმერთი შთააგონებდა ანგელოზებს, რომ მე თქვენთან ვარ, მაშ განამტკიცეთ ისინი, რომელთაც ირწმუნეს, მე შიშს ჩავუნერგავ გულებში იმათ, რომელთაც არ ირწმუნეს, მაშ დაჰკარით კისრებზე და ურტყით თითის წვერებზეო.
ვინც ასეთ დღეს მათ ზურგს შეაქცევს – გარდა საბრძოლო ტაქტიკის შემცვლელის[1] ან სხვა რაზმთან შესაერთებლად წამსვლელისა[2] – მან ალლაჰის რისხვა მართლაც დაიმსახურა და ჯოჯოხეთია მისი სამყოფელი, რა ცუდი სამყოფელია მათი საბოლოო მისაქციელი.
თქვენ არ ხოცავდით მათ, არამედ ალლაჰმა დახოცა ისინი[1] და არც შენ არ გისვრია (შუამავალო), როცა ისვროდი,[2] არამედ ალლაჰმა ესროლა, რათა გამოეცადა მორწმუნეები კარგი გამოცდით.[3] ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლის მსმენი და მცოდნეა.
თუ გამარჯვებას ითხოვთ, თქვენთან მართლაც მოვიდა გამარჯვება,[1] თუკი მოეშვებით ეგ უკეთესია თქვენთვის,[2] ხოლო თუ დაბრუნდებით ჩვენც დავბრუნდებით[3] და ვერსა გარგებთ თქვენი რაზმი თუნდაც რომ იყოს მრავალრიცხოვანი. ჭეშმარიტად ალლაჰი მორწმუნეებთან ერთადაა.[4]
ჰეი თქვენ მორწმუნეებო! მორჩილებით უპასუხეთ ალლაჰსა და შუამავალს, როდესაც მოგიწოდებთ იმისკენ, რაც თქვენ სიცოცხლეს განიჭებთ![1] ასევე იცოდეთ, რომ ალლაჰი შედის კაცსა და მის გულს შორის[2] და იცოდეთ, რომ მის წინაშე იქნებით შეკრებილნი.
მაშ გაიხსენეთ როცა ქვეყნად (მექქაში) იყავით ცოტანი და ჩაგრულნი, გეშინოდათ რომ (ურწმუნო) ხალხის ხელში არ ჩავარდნილიყავით, (ასეთ დროს) მან შეგიფარათ (მედინაში) და მისი დახმარებით ზურგი გაგიმაგრათ (ბედირში), ასევე სხვადასხვა სიკეთეები გიწყალობათ, იქნებ მადლიერნი ყოფილიყავით.
ჰეი თქვენ მორწმუნეებო! თუკი ალლაჰის რიდი გექნებათ, ჭემარიტებისა და მცდარის განმასხვავებელი ნიჭით დაგაჯილდოვებთ, დაგიფარავს თქვენს უკეთურობებს და მოგიტევებთ თქვენ. ალლაჰია მფლობელი უდიდესი წყალობისა.
აკი მზაკვრულად მახეს გიგებდნენ ისინი, რომელთაც არ ირწმუნეს, რომ შეებოჭე ან მოეკალი ან გაეძევებინე (მექქადან). მახეს აგებდნენ ისინი, ასევე მახეს აგებდა ალლაჰიც და ალლაჰი ყველაზე კარგი მახის დამგებია.[1]
და როდესაც მათ უკითხავენ ჩვენს აიათებს, ისინი ამბობენ: (მსგავსი) ადრეც მოგვისმენია, რომ მოგვენდომებინა უთუოდ შევთხზავდით ამის მსგავსს. ეს ხომ მხოლოდ წინაპართა ლეგენდებია.
და რატომ არ უნდა დასაჯოს[1] ალლაჰმა ისინი, როდესაც მესჯიდ ალ-ჰარამისგან[2] აბრკოლებენ (მორწმუნეებს), მიუხედავად იმისა, რომ არ არიან მეურვენი? ჭეშმარიტად, მისი მეურვენი მხოლოდ ღვთისმოშიშები არიან, თუმცა მათმა უმრავლესობამ არ იცის.
უეჭველად, რომელთაც არ ირწმუნეს, თავიანთ ქონებას ხარჯავენ, რათA (ხალხი) ალლაჰის გზისგან დააბრკოლონ და დახარჯავენ კიდეც. შემდეგ (ასეთი დანახარჯები) სინანულად ექცევათ, ბოლოს კი დამარცხდებიან და რომელთაც არ ირწმუნეს ჯოჯოხეთში იქნებიან შეკრებილნი.
რათა ალლაჰმა უწმინდური გამოარჩიოს სპეტაკისგან, შემდეგ უწმინდურები ერთმანეთზე დააწყოს და ამგვარად ყველა ერთად ჯოჯოხეთში შეჰყაროს. სწორედ ეგენი არიან წაგებულნი.
უთხარი მათ, რომელთაც არ ირწმუნეს, რომ თუ დასრულებენ[1] ეპატიებათ ის, რაც უკვე იყო წარსულში, ხოლო თუ ისევ დაუბრუნდებიან მაშინ იგივე მოელით, რაც მათ უწინ მყოფებს დაემართათ.
მაშ ეომეთ მათ, ვიდრე აღარ იქნება განსაცდელი[1] და რჯული მთლიანად ალლაჰის არ იქნება.[2] ხოლო თუ დაასრულებენ, ჭეშმარიტად, ალლაჰი ხედავს, რასაც ისინი აკეთებენ.