Surah An-Nazi'at ( Those who Pull Out )

Surah An-Nazi'at ( Those who Pull Out ) - Georgian Aya count 46

ვფიცავ, (ურწმუნოთა სულების) ხუთვით ამომცლელთ
და (მორწმუნეთა სულების) ნაზად მიმბარებელთ
და მოცურავეთ, (ცათა სიღრმეებში) მცურავთ[1]
ასევე მოწინავეთ ჯიბრით[1]
და საქმეთა განმკარგველთა[1]
იმ დღეს შეზანზარდება რყევადი,[1]
და მას მოჰყვება მომდევნო,[1]
გულნი იმ დღეს საგულედან ამოვარდნილნი,
მზერანი მისი – შიშით დახრილნი.
ამბობენ: ნუთუ მართლაც უკუმიბრუნებულნი ვიქნებით უწინდელ მდგომარეობაში?
განა მას შემდეგ რაც უკვე ვიქცევით ფუტურო ძვლებად?[1]
მათ თქვეს: მაშინ ეს დაბრუნება იქნება წაგებიანი.
თუმცა იგია ერთი უეცარი დაკივლება.[1]
ერთსაც ნახავენ რომ მიწის ზემოთ იმყოფებიან.
შენთან მოვიდა ამბავი მუსასი?
როდესაც იხმო იგი თავისმა ღმერთმა ტუვას წმინდა ხეობაში:
წადი ფარაონთან, რამეთუ ის ზღვარს გადავიდა.
და უთხარი: არ გინდა განიწმინდო?[1]
დაგაკვალიანო შენი ღმერთისკენ და იქცე (ღვთის) მოშიშად?
შემდეგ მას აჩვენა უდიდესი სასწაული.[1]
მან კი ცრუდ შერაცხა და გაურჩდა.
შემდეგ ზურგი აქცია (უკეთურებისკენ) სწრაფვით.
მერე (ხალხი) შეკრიბა და იხმო,
შემდეგ თქვა: მე ვარ თქვენი უზენაესი ღმერთი!
მერე ალლაჰმა სამაგალითოდ დასაჯა იმქვეყნადაც და ამქვეყნადაც.[1]
ჭეშმარიტად, ამაში ჭკუის სასწავლია მისთვის, ვისაც ეშინია (ალლაჰისა.)
თქვენ უფრო რთული ქმნილებები ხართ თუ ზეცა – რომელიც მან ააგო?
აღამაღლა მისი კამარა და გააწონასწორა იგი.
მისი ღამე დააბნელა და გამოიყვანა დილა მისი.
ამის შემდეგ დედამიწა გააწყო.
მისგან ამოიყვანა წყალი და ველ-მინდვრები მისი.
და მთები განამტკიცა.
სარგებლად თქვენდა და თქვენი საქონლისთვის.
და როცა დაიწყება უდიდესი თავზარდაცემა,(განკითხვის დღე)
იმ დღეს გაიხსენებს ადამიანი თუ რას ესწრაფვოდა.[1]
და ხილული გახდება ჯოჯოხეთი მისთვის, ვინც მას დაინახავს.
ხოლო, ვინც ზღვარს გადავიდა
და ამქვეყნიური ცხოვრება ამჯობინა,
ჭეშმარიტად, ჯოჯოხეთია მისი თავშესაფარი.
ხოლო, ვისაც თავისი ღმერთის წინაშე წარსდგომის შიში ჰქონდა და პირადი გემოვნებისგან თავი შეიკავა,
ჭეშმარიტად, სამოთხეა მისი თავშესაფარი.
ქვეყნიერების დასარულის საათის შესახებ გეკითხებიან, როდის მოხდებაო?
შენ საიდან უნდა გცოდნოდა რომ გეცნობებინა?!
მისი ცოდნა მხოლოდ შენს ღმერთთანაა.
ჭეშმარიტად, შენ მხოლოდ შემგონებელი ხარ მათი – ვისაც ეშინია მისი.[1]
როცა ის დღე იხილონ, თითქოს ერთი სამხრობის ან დილის მეტი არ გაჩერებულან.
Share