Surah Al-Baqarah ( The Cow ) - Aya 187

Surah Al-Baqarah ( The Cow ) - Georgian - Aya 187 Aya count 286

أُحِلَّ لَكُمْ لَيْلَةَ ٱلصِّيَامِ ٱلرَّفَثُ إِلَىٰ نِسَآئِكُمْ ۚ هُنَّ لِبَاسٌۭ لَّكُمْ وَأَنتُمْ لِبَاسٌۭ لَّهُنَّ ۗ عَلِمَ ٱللَّهُ أَنَّكُمْ كُنتُمْ تَخْتَانُونَ أَنفُسَكُمْ فَتَابَ عَلَيْكُمْ وَعَفَا عَنكُمْ ۖ فَٱلْـَٰٔنَ بَٰشِرُوهُنَّ وَٱبْتَغُوا۟ مَا كَتَبَ ٱللَّهُ لَكُمْ ۚ وَكُلُوا۟ وَٱشْرَبُوا۟ حَتَّىٰ يَتَبَيَّنَ لَكُمُ ٱلْخَيْطُ ٱلْأَبْيَضُ مِنَ ٱلْخَيْطِ ٱلْأَسْوَدِ مِنَ ٱلْفَجْرِ ۖ ثُمَّ أَتِمُّوا۟ ٱلصِّيَامَ إِلَى ٱلَّيْلِ ۚ وَلَا تُبَٰشِرُوهُنَّ وَأَنتُمْ عَٰكِفُونَ فِى ٱلْمَسَٰجِدِ ۗ تِلْكَ حُدُودُ ٱللَّهِ فَلَا تَقْرَبُوهَا ۗ كَذَٰلِكَ يُبَيِّنُ ٱللَّهُ ءَايَٰتِهِۦ لِلنَّاسِ لَعَلَّهُمْ يَتَّقُونَ ﴿١٨٧﴾
მარხვის ღამეებში ნება დაგერთოთ თქვენს ქალებთან სიახლოვისა. ისინი სამოსელნია თქვენი და თქვენც სამოსელნი ხართ მათი. ალლაჰმა იცოდა, რომ საკუთარ სულებს უღალატებდით (თუ ნებას არ დაგრთავდით, მაინც იურთიერთებდით) თქვენ, ამიტომ მიიღო თქვენი სინანული და მოგიტევათ. აწი შეგიძლიათ ეთანაცხოვროთ მათ და ეძიოთ იგი, რაც ალლაჰმა დაგიწერათ. ჭამეთ და სვით, ვიდრე განთიადის თეთრი ძაფი შავი ძაფისაგან[1] განირჩეოდეს თქვენთვის და შემდეგ საღამომდე მარხვა დაიცავით, და ნუ ეთანაცხოვრებით მათ, როცა თქვენ ი’თიქაფს[2] ასრულებთ მეჩეთებში... – ესენი ალლაჰის საზღვრებია და ნუ მიუახლოვდებით მათ. ასე განუმარტავს ალლაჰი ხალხს თავის აიათებს, რომ იქნებ რიდი ჰქონდეთ მათ.
Share