ვფიცავ ქოშინით მოჭენავეთ,
(ნალებით) ცეცხლის მფრქვეველთ,
იქაურობის კორიანტელში გამხვევთ,
და (მტრის რაზმის) შუაგულში მკვეთელთ,
რომ ადამიანი ძალიან უმადურია თავისი ღმერთის მიმართ,
უეჭველად, თვითონაც მოწმეა ამისა,
უეჭველად, ის ძლიერ მოყვარულია კეთილდღეობისა.[1]
ნუთუ მან არ იცის, რომ როდესაც გამოშვებულ იქნება ის რაც საფლავებშია,
და გამჟღავნდება ის, რაც გულებშია,
ჭეშმარიტად, მათი ღმერთი იმ დღეს მათ შესახებ ყველაფრის მცოდნეა.[1]